...ჰო, იჭიკჭიკე, ჩემო ბეღურავ, თელას ფოთლები რას დაგიშლიან, მე ყველამ კარი გამომიხურა, იცი, ნუგეში როგორა მშიან?...
ალიონს უსწრებ, თეთრად ინთები, მე კი ცხოვრებით გაჩანაგებულს ქარის ყვირილზე მტკივა ფილტვები.
ეძებ და გიცემს გული ალალი, მე კი სიცოცხლე-ჩაძმარებული ბნელ ფიქრებს ვმწყემსავ ჭმუნვის სარქალი.
ეხვევი, როგორც ჩუქურთმებს, სიზმარს, მე მყუდროებაც დამანატრულეს, ბოლო მომიღეს ჰანგებით მდიდარს.
წაიკითხავდი სისხლებით ნაწერს, ყურს მიაპყრობდი ვარდების ტუტუნს, შემიბრალებდი სახრე გადაწნულს.
ეს იყო ჩემი ძუძუ და ხსენი, მაგრამ, ამ პირქუშ კაცთ სამყაროდან თავი ვერაფრით ვერ დავიხსენი.
ტყის ქარიშხლები მაცვამდნენ შავებს, ეხლაც არ ვიცი, ჩემი სამშობლო რას მერჩის, ნეტავ რა დავუშავე?!
მეც მასწავლიდი ცისგასწვრივ ფრენას, ხან შემზარავდა მამლის ყივილი, ხან შენს მკერდიდან მოვწოვდი ლხენას.
მომეწეოდა ჯანღი ტიალი, გადამისვრიდნენ ქარაფ ფლატედან, დამეცემოდა ღრუბლის წინწკალი.
მარადისობის კოშკების პატრონს, და როცა, ჩემო, ერთ სისხამ დილით გულღვიძლი ხანჯლით ამომიფატრონ.
არ შედრკე, ძეგლი დაკრიჭავს კბილებს. მიუალერსე, ნუკი იტირებ, შენი ნისკარტით დარგულ ყვავილებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო სამადაშვილის პოეზია |