დაიწვა ვნება და ჩემი სული გააქალაქეს, ვით რესტორანი, უიმედობამ ფიქრი დასწურა და სულიწმიდად დამდევს ყორანი.
მალე გაქრება სიცოცხლის ტრფობა, მეც შენთან მოვალ და გაციებულს გადაგეხვევი, როგორც ობობა.
სამარადისო კოცნით დალორწილს, გვერდს დაგიდგები და ფანტასტიკურს მე გადაგიხდი საფლავში ქორწილს.
გადააგორებს საფლავის ლოდებს. ჩვენ ერთად შევქმნით მეორე კანას, ქრისტეს ქიშპობაც რომ მოგველოდეს.
თვე მე და შენი გარდაცვალების იქნება მესსა ანთებულ ვნების, ჩვენი უხორცო ძვალთა წვალების.
ვნება ასტეხავს იქ გოგო-ბიჭებს და საფლავებზე მოხუცი მღვდელიც ჯვარგადასხნილი გადააბიჯებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკოლო მიწიშვილის პოეზია |