ქვრივ ოთახებში მაშინებს ღამე მკვდარი სიჩუმის შავ გარინდებით. უბედურება ტრიალებს სახლში და მემუქრება მხუთავ ბინდებით,
მოდის ვიღაცა ორკუზიანი და წამჩურჩულებს: - „ გადაირევი“...
მე გადავსწყვიტე ჭკუის საზღვარი, გადავიარე ჭკუას გადაღმა…
ბრმა ბედის ხელი მოსჩანს კედელზე და მაგონდება მე ვალტასარი.
მე ისე ვსეტყვავ ფიქრთა წეროებს, ვით დამარცხებულ მტერს ყრუ-მურვანი…
„გადაირევი“ - სისინებს ქარი... „გადაირევი“ - სტვენს მავთულები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკოლო მიწიშვილის პოეზია |