მთარგმნელი: თამაზ ჩხენკელი * * * * * * *
თითქოს უეცრად და უნებურად ფარნები ჩაქრა და ჭრიჭინებმა აანთეს ღამე წინანდებურად.
მე გავაღვიძე ხელის შევლებით და ძუძუები აყვავდნენ უცებ, ვით იასამნის თეთრი მტევნები.
შიშველი ტანი ვეღარ შეფუთნა და აშრიალდა აბრეშუმივით, თითქოს დასერა ასმა ბებუთმა.
ხეები გახდნენ უფრო მაღლები და ცის შორეულ ჰორიზონტივით მდინარის გაღმა ყეფდნენ ძაღლები.
და ყრუ ძეძვნარებს, მე სველ სილაზე გავშალე მისი დამძიმებული და მოელვარე თმების სინაზე.
და გაიხადა ჭრელი ფარაგი, მე მოვისროლე ამოქარგული ჩემი ჯუბაჩა და იარაღი.
არა აქვთ კანი ისე ნატიფი, და მთვარიანში ისე არ ბრწყინავს განათებული ყვითლად სათიბი.
და ასხლეტილი ცივი შეხებით, ბადეში გაბმულ კალმახებივით არ მიკარებდნენ მისი ფეხები.
უბადლო გზებზე შეუსვენებლივ, უუზანგებოდ და უაღვიროდ მე ვიჯირითე შმაგი ჭენებით.
მაბამს უსიტყვოდ და უქამანდოდ, და როგორც მამრს და ვაჟკაცს შეჰფერის, არ ვიტყვი იმას, რაც მან გამანდო.
წყლის ნაპირიდან წამოვიყვანე, გზად ძეძვიანის მჭრელი დაშნები ბასრი შეხებით ჩხვლეტდნენ სიღამეს.
მე უშურველი ვიყავ მისადმი მრეში ატლასის დიდი ზარდახშა ვაჩუქე ერთი ხელსაქმისათვის.
რადგან პასუხად სიტყვამისაგებს არ მითხრა სხვისი ცოლი რომ იყო, როცა მიმყავდა მდინარისაკენ.
მთარგმნელი: დავით წერედიანი * * * * * * *
...და ადგილს ჩავედით ნარიყალს. მეგონა, საბედო ვნახე, არადა, მას თურმე ქმარი ჰყავს.
იდგა სანტ-იაგოს ღამე. რაც მითხრა, მითხრა და ვენდე. ფარნები ერთბაშად ჩაქრნენ, მხოლოდ ჭრიჭინები ენთნენ.
ვიდრე მოსახვევს ჩავილევდით, და წყვილი ფეთქვით გადამეხსნა ხელქვეშ სუმბულთა ყვავილედი.
ისეთი ტკარცალი ამყვა, დანამ რომ დასეროს ათმა ფარჩა-აბრეშუმის ქამხა.
ვარჯების უმთვარო წყება და ბინდი ეფარა შორეთს, წყალგაღმა ძაღლებად მყეფარს.
ჩათავდა ლელიც და ნარიც, სილაში მოვთხარე ღრმული, ჩავწურე მისი თმის ღვარი.
მან აკაზმულობა მთელი. მე ქამარი და რევოლვერი. მან ოთხი კორსაჟი ჭრელი.
ნიჟარის ყელმა და ნარდებმა, მთვარე რომ მინაზე დაკრთის, ასეთი ბრკიალი არ დგება.
კალმახის ასხლეტას წყლიდან. ნახევრად ალმური მედო, ნახევრად ყინვისგან მცრიდა.
ფაშატი ამბრის და ბროლის ბნელდაბნელ ვაგელვე იმღამ უუზანგ-ულაგმო სრბოლით.
არ ვამხელ, კაცი ვარ ქვეყნად, და ჩემი კაცური ფიქრი მიკრძალავს მაგ ამბით კვეხნას.
კვალი სილისა და კოცნის. გზაგასწვრივ რიჟრაჟის ქართან ომობდნენ დაშნები სოსნის.
ზარდახშა მივეცი საჩუქრად, ლუსკუმა ნემს-ყაისნაღებით, და აღარც მინახავს მასუკან,
ადგილს რომ ჩამყავდა ნარიყალს, საბედოდ მაჩვენა თავი, დამალა, რომ თურმე ქმარი ჰყავს. |