შემოღამდება, ბნელ ცაზე ვარსკვლავნი გამოჩნდებიან, მათ შორის ცეცხლის ვარდებად ვაჟას სიტყვები სხდებიან.
ბრწყინავენ გაუმქრალები: დღემ დაიხურა პირბადე, მთებმა დახუჭეს თვალები.
მწვერვალზე ნისლი გროვდება. მთებს რომ გავხედავ, ფშაველის. ნათქვამი მომაგონდება.
გულში ჩამიწვენს მთვარესა: "მთანი თავჩაჩქნიანები ფიქრს მისცემიან მწარესა.
აელვარება ღრუბლისა "გადაეფინა სამყაროს ლოცვა-კურთხევა უფლისა".
მისი სიტყვების ნათება ვაჟას ქართულის ნაშუქი ვარსკვლავებს ეკამათება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე აბაშელის პოეზია |