არსთა გამრიგემ არ გაიმეტოს ვინც სამყაროთა თვალის ჩინია, ადამიანო, შენდა იმედად ღაღადებს სიტყვა, "ნუ გეშინია!"
ყოველი არსი შენთვის ხმიანობს, ვაგლახად სასო არ წარიკვეთო, ვინძლო სული არ დაიზიანო.
მოძმეთ იმედი არ წარუხოცო, ადამიანო, იყავ უდრეკი, იყავ უშიში, ვითა უხორცო.
სულის სიმტკიცე გმართებს მალული, რადგან ვაჟკაცურ გზნების გარეშე, არ არის ქვეყნად არც სიყვარული.
როცა სამყარო ფაფარს აიშლის, განსაცდელს მშვიდად თუ არ დახვდები, როგორ იწოდო პირმშო ქარიშხლის.
თორემ დინება წაგლეკს, გაგრიყავს, სტიქიის რისხვას თუ გაექცევი, რარას დააკლებ ცხოვრების გრიგალს.
დააცხრობ ღელვას, დათრგუნავ ქარებს, სად თანაგრძნობა ვერას გახდება იქ თავგანწირვა გაგიღებს კარებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მერაბ კოსტავას პოეზია |