მთარგმნელი: გრიგოლ აბაშიძე
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ... რაც გადის დრო და ხანი, მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი.
ეგ თეთრი შუბლის სერი თვალები გიშრისფერი ლოყები ვარდისფერი,
ორი პატარა თათი ო, იცი როგორ მიყვარს, ოდნავ შეხებაც მათი.
გამოუთქმელი ენით? შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი.
შენი ღიმილიც ფართო მე ცრემლი მიყვარს შენი შენი კისკისიც მართობს.
რა არის მისი ფასი! მე ჩრდილიც მიყვარს შენი მზის დაბნელების მსგავსი...
მწვავს შენი ტრფობის ალი მიყვარხარ... ძლიერ... ძლიერ მთელი გრძნობით და ძალით.
შენით არსებობს ჩემთვის რაზეც კი ვფიქრობ, ყველა ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით გულის ძგერის ხმა მესმის შენი ხმა არის ისიც.
დიდების ყველა მნათობს, დიდებას დავთმობ შენთვის, შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენს დარდს ვატარებ დარდად მე სხვა სურვილი არ მაქვს შენი სურვილის გარდა.
მე მეჩვენება მცირედ რადგან შენ გსურდა იგი რადგან შენ შემოგწირე.
სულ უმნიშვნელო წვრილმანს სდევს ჩემი სევდა დიდი ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ ცხადად, მალვით როგორც არასდროს არვინ არ ყვარებია არვის.
ეს შეუძლოა თითქმის შენ ერთს გეკუთვნის ყველა რაც სიყვარულად ითქმის:
მამაც, დაო და დედავ, მე შეყვარებულს ყველას შენს სახებაში ვხედავ.
ჩემო ძვირფასო ცოლო, ყველას მაგივრად ერთად მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
ამ სიყვარულზე კარგი. მიყვარხარ ძლიერ ძლიერ ვარ შენი ტრფობით შმაგი.
ჯილდო იქნება ბოლოს, ის შენ გეკუთვნის მარტო ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.
ვინც ნორჩი ნერგი დარგო ეს სიყვარული დიდი შენ შემასწავლე კარგო.! |
პოეზიის გვერდი • • • • • • შანდორ პეტეფის პოეზია |