შენ დამფრთხალი ნუკრი, მე დამდგარი ავაზა, შენ დამფრთხალი ნიავი, მე დამდგარი ქარი. საღამოზე მზე ჩავა, საღამოზე ჩავა მზე, მოვა ფიქრი მწარე, მოვა ფიქრი მწარე.
და შენ წუხილს ეძლევი, როცა მე მიხარია. მე ვერ შეგედარები, შენ არც გსურს შედარება, შენ ხომ მზეს ედარები, უკვე დიდი ხანია.
მერე თუნდაც დამტოვე, მერე თუნდაც დამტოვე, ფართო გზა თუ გზა შარა, ფართო გზა თუ გზა შარა გავიარო მარტომა, გავიარო მარტომა.
ასეთია სიცხეში ცხელი სულის ხურვება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შოთა ჩანტლაძის პოეზია |