ერთხელ მეც დავიკარგები, სახლში არ დავბრუნდებია, ბნელსა და ოხერ საფლავში ნელ-ნელა დავეშვებია.
დარჩება ტიტველ ძვლებია, გულო, მაგ შენის ფიქრებით შენაც თან ჩამომყვებია.
მიწას ვერ ავცილდებია, მიწა მზრდის, მიწა მახარებს, ბოლოს მეც დავმიწდებია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მიხა ხელაშვილის პოეზია |