მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
ჩემი ძონჩები ღვინის ფასად რომ დავაგირავო, უმჯობესია, და ეს უაზრო, დიდი დავთარი ქვევრში ჩავახრჩო, უმჯობესია.
სადმე, მივარდნილ ნანგრევთა შორის რომ ჩავიკარგო, უმჯობესია.
გულში ცეცხლი და თვალში სისველე ასეთ ყოფაში, უმჯობესია.
რარიგ აღვწერო, ვით გავიწირე, ჩანგს დავაკვნესო, უმჯობესია.
ვნებიანობა და ლხინი ამო ჯეელობისას უმჯობესია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ჰაფეზის პოეზია |