მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
ჰე, მერიქიფევ, აგვინთე ჯამი ღვინით, რომელიც ცეცხლის ფერია, ჰეი, მუტრიბო, გვითხარ სიმღერა, რომელიც ჯერაც არ გიმღერია. ღვთიური ვნების დაგვიდგა ხვატი და ჯამის ფსკერზე ვიხილეთ ხატი, ეს ჩვენი ხილვა, სულისთვის ცხადი, უმეცართათვის არაფერია. მარადისობის განგვეღო ბჭენი, ჰაფეზ, დარჩება სახელი ჩვენი, რადგან, ვინც გზნებით გალია დღენი, იმას სიკვდილი არ უწერია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ჰაფეზის პოეზია |