როცა გულს ეჯიბრება, გული გაუთენარი, გულის ძგერას ყურს ვუგდებ სახე-გაფითრებული, მიმაქროლებს სადღაცა გული მოუსვენარი, სიჩქარეს და განსაცდელს მუდამ შეყვარებული.
საშიშარი მანძილი ბევრჯერ გამოზომია. ო, რამდენი სინათლე ჩემს თვალებში ჩაღვრილა, და რამდენი ვარსკვლავი ფრთებზე შემომსხდომია.
როგორ უძლებს, - მაკვირვებს, - გრძნობას უმხურვალესსა ეს პატარა მანქანა, ასე დაუცხრომელი ეს პატარა მოტორი უცნაური ძალისა!
მიტომ იწვის მარდ-ჟამ გასაოცარ ანთებით უნაპირო საწყაო უზომო სიხარულის, საკვირველი ჭურჭელი, ამდენ ჭირთა დამტევი!
გული მაინც სავსეა სინათლით და რითმითა. გული მაინც საღია, თუმც ჭაღარა მეწვია, თუცა ბევრმა იმედმა, ბევრი ჭირი იტვირთა.
ვინ გაჰბედავს ამ გულის მზაკვრობაში ჩათრევას? რა გამოლევს ამ გულში სიხარულს და ოცნებას ვიდრე გული არ დაშრეტს სისხლის მზიურ შადრევანს? |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე აბაშელის პოეზია |