არ მასვენებდა შენი თვალები და შენს თვალებში ცრემლი მტკიოდა, მე მოვდიოდი შენსკენ წვალებით ჩემი ერთგული საიქიოდან.
თუ ყვავილობენ სტალაგმიტები, ასე სათუთად ეკლესიაში, ეფერებიან სანთლებს თითები...
ელდა აიტანს სულის წახდენის, ასე კვდებიან, ალბათ, სიზმარში და ეშინიათ სიზმრის ახდენის...
ღალატიც, ალბათ, ასე იწყება, ასე საკუთარ თავს თუ კარგავენ და პოულობენ თავდავიწყებას...
და შენს თვალებში ცრემლი მტკიოდა, მე მოვდიოდი შენსკენ წვალებით ჩემი ერთგული საიქიოდან...
მე მაინც, მხოლოდ მგზავრი ვიყავი... ...წაკითხულია ყველა ბილინგვა, ამოხსნილია ყველა იგავი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვასილ ბესელიას პოეზია |