რაც არის, არის, მოდი, ერთად შევსანსლოთ ქარი! რაც არის, არის, დავაყოლოთ ზედ წვიმის წყალიც. თუ მოვაყრით ქარაშოტს მარილს, იქნება ბევრად გემრიელი და ბევრად წყნარი. მოდი, ჩავყლაპოთ ჭექა-ქუხილიც! რაც იყოს, იყოს, დაგვანაყრებს, რა უნდა გვიყოს?! თუ მოვაყრით ქიშმიშს და ნიგოზს, იქნება უფრო გემრიელი, მე ასე ვფიქრობ. მსუქანი ღამეც. უმად არ ვარგა, დავუბრაწოთ ორივე მხარე. მე გიწილადებთ ღამის ყიყლიყოს, თქვენგან ერთ-ერთმა კი მზიანი დილა მიყიდოს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიამ წიკლაურის პოეზია |