მწვავდა, მათრობდა გაზაფხულის მზე, მეგონა, შენით ვიყავ ცოცხალი... თურმე მე ვიყავი შენი სამიზნე, დამჭერი, მაგრამ სულ ვერ მომკალი!
ვინ ეწაფება ახლა შენს ბაგეს?.. შენ სიყვარულის მასწავლე ენა, მერე წახვედი და დამეკარგე.
და მოგონების ცრემლად იელვებს... ვინ დამიბრუნებს დაკარგულ რწმენას, სულს რომ დააჩნდა სიცარიელედ?!
მე ცრემლიანი ვნახე მზის სახეც... ვერ დაინახავ შენ ცრემლებს ჩემსას, როგორც ეს გული ვერ დაინახე!
გული მარტივით რატომ იცვალე?! ის სიყვარული არ გარდაცვლილა, ჩემთვის მხოლოდ შენ გარდაიცვალე! |
პოეზიის გვერდი • • • • • • თენგიზ სვანიძის პოეზია |