სრულყოფილი სილამაზის ხილვა ყოველთვის ტკივილს იწვევს. სომერსეტ მოემი
და მე ვარ ახლა შენი ნათლია, ხელშეუხები შენ ხარ გვირილა, ო, ამ სიტყვებში რა სინათლეა!
შენი თვალები ჩემი სარკეა!.. თოვლი თეთრია, შენსავით თეთრი, მაგრამ თოვლს შენი სითბო აკლია!
მზედ - შეღამების, ჩუმად რომ იწვის... დაბინდულია შენით გონება, არ მითხრა ახლა, რატომ და რისთვის.
ხიბლი მოგმადლა ჯილდოდ უფალმა, ბევრიც ეცადო, შენსა მოსურნეს მშვენიერებას ვერ დაუფარავ!
ტანში დამივლის, ვით ჟრუანტელი, იდუმალებით გარემოცული უშენოდ ბნელი არის ნათელიც!
როცა არვისგან მოველი საშველს... ტკბილ ოცნებებში დაიკოცნები, რომ ჩემში მუდამ წმინდანად დარჩე!
ვიგრძენ, დავკარგე თავისუფლება, მე მხოლოდ შორით უნდა გეფერო, შენი მოწყვეტის არ მაქვს უფლება!
სულს ვერ შეღებავ მზის აკვარელით, შენა ხარ ჩემი თეთრი გვირილა, მიუწვდომელი და საყვარელი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • თენგიზ სვანიძის პოეზია |