უცნაურია დღე საცნაური, ზოგჯერ უტყვია სიტყვაც მართალი!.. შენა ხარ ჩემი დღესასწაული - გაზაფხულიც და თეთრი ზამთარიც.
ოცნების ბაღში სევდა დაცურავს, მაცდუნა შენმა მშვენიერებამ, შენი თვალების ელვამ მაცდუნა.
რად ჩამოსტირის სახე ცის კიდეს?! მე შენში მხოლოდ სიყვარულს ვთესავ და მასვე მინდა შენგან ვიმკიდე!
ან რით უკვდავგყო ამ ქვეყანაზე... მე ლექსში ისე ვერ გავთამამდი, ძეგლი დავუდგა შენს სილამაზეს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • თენგიზ სვანიძის პოეზია |