იაიები ამომღერდა მიწის სიღრმიდან, უამფერებოდ, სიცოცხლეო, მუდამ გიჭირდა! მზე - ქვეყნის თვალი - ამოცურდა, ამოლამაზდა, მზე მაინც მზეა, აქვს თავისი შნო და მაზანდა! მოგონებები „სევდის ბაღში” ამოცისკარდა, ერთ დროს აქ ყოფნა შენთან ერთად, როგორ მიყვარდა! გადამიყვარეს სამუდამოდ იის ფერებმა, რა მეშველება, სიყვარულო, რა მეშველება! |
პოეზიის გვერდი • • • • • • თენგიზ სვანიძის პოეზია |