ატმებთან და ნუშებთან და წყაროსთან და ნაკადულთან - გათენდა და გაბრწყინდა და გამწვანდა და გაზაფხულდა.
ფატმანებს და ფარნავაზებს - ახარებს და აყვირებს და ალაღებს და ალამაზებს.
ამაყებს და ახოვანებს - ამაღლებს და ამხნევებს და ამღერებს და ახმოვანებს.
საზღვრებსა და სატახტოებს - ამშვიდებს და აზავებს და არიგებს და აახლოვებს.
ევროპა და ევრაზია - ჩემია და შენია და ჩვენია და ყველასია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახტანგ ჯავახაძის პოეზია |