ბუხრის პირას დღიურების წყება ავფურცლე და გადვიკითხე ხელად. ზოგში შემხვდა უვნებელი ვნება, ზოგი რამეც მომეჩვენა ძველად. რისთვის? ვისთვის? ან რად მინდა, ნეტავ რვეულებში შეხიზნული ბოდვა? რაც მიმაჩნდა მე სინათლის სვეტად, თურმე იყო მშვენიერი ცოდვა... |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიჯანის პოეზია |