ცხოვრება ჩვენი, არცთუ მარტივი, ჰგავს მატარებლის მსრბოლავ ვაგონებს, შენ მეკითხები - „რატომ არ სტირი?“ მე ვტირი, მაგრამ შენ ვერ გაგონებ.
ყველა დარაბა ერთად მივხურე... შენ მეკითხები - „არა გჭირს გულში?“ მე კი მჭირს, მაგრამ შენ არ მიყურებ.
არევ-დარევით, ისე, ნებისად, შენ მეკითხები - „გახსოვარ ისევ?“ არც არასოდეს დამვიწყებიხარ.
ამ მთებს დარდივით ნისლი უხდება... შენ მეკითხები - „ისევ გიყვარვარ?“ და მხოლოდ ცრემლი გეპასუხება.
ჰგავს მატარებლის მსრბოლავ ვაგონებს, შენ მეკითხები - „რატომ არ სტირი?“ მე ვტირი, მაგრამ შენ ვერ გაგონებ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მანანა ჩიტიშვილის პოეზია |