ყველას დაკვრას ყურს არ ვუგდებ, სალამურში ვინც რა ბეროს! ყველამ თავის საქმე იცის, თუგინდ ჭრას და თუგინდ კეროს.
მეც არავინ დამემტეროს; სწორე თქმისთვის კი მზადა ვარ, სხვასაცა ვთხოვ, არ მეფეროს!
მე კი ჩემსას შემაბეროს! "სხვისი ჩემზედ ლამაზია", - ეს ვერავინ დამაჯეროს.
იეთიმ-გურჯმა სწორედ სწეროს. სიყვარულის ჩონგურს დაჰკრას, თანაც ჩაგრულებს უმღეროს!
თბილის-ქალაქს, საქართველოს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • იეთიმ გურჯის პოეზია |