ასკილი, მოცხარი, მოცვი... გზადაგზა კუნელიც გვხვდება... აღარ წვიმს... ლამაზი მხრები გაშალეს ლამაზმა მთებმა...
სექტემბრის ქარები ქრიან... სველ გზაზე წაბლის და იფნის და მუხის ფოთლები ყრია...
ნისლებში დანთქმულა ისიც... მე მინდა... სულ ვიყო შენთან, როგორც ეს მთები და ნისლი!
გზადაგზა კუნელიც გვხვდება... აღარ წვიმს, ლამაზი მხრები გაშალეს ლამაზმა მთებმა... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ანა კალანდაძის პოეზია |