აკვირდები ცისარტყელას - ღმერთისა და კაცის ტიხარს. ტიხარს აქეთ - კაცი ხარ და ტიხარს იქით - პოეტი ხარ!
ტანჯვით მოიპოვე თიხა, და ფირფიტა ცრემლით ზილე - ბედნიერი პოეტი ხარ!
ფრთალაღი კაპოეტი ხარ. სხვაზე მეტი დარდი გაქვს და სხვაზე კაი პოეტი ხარ.
ჩვენთან გხედავ - დგახარ! ზიხარ! სულ ღმერთებში იტრიალებ, ოდეს აიღებენ ტიხარს!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ჭანტურიას პოეზია |