მხოლოდ ტოლთან და
სწორთან ღირს ქიშპი, ვინ ადრის ერთურთს ალმასს და გიშერს, მხოლოდ ამიტომ და არა შიშით, აჰა, მეორე ლოყასაც გიშვერ.
გავტეხო ნავსი, მინდორს ტორებით მითქერავს კვიცი... მე ვიცი ჩემი ღირსების ფასი და მაგ სიმდაბლის საზომიც ვიცი.
ჩემთან ჯიბრს ლამობ, ვერ დავამდაბლებ ჩემს ფარს და შიმშერს, სწორედ ამიტომ და ამის გამო, აჰა, მეორე ლოყასაც გიშვერ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მანანა ჩიტიშვილის პოეზია |