უნდა ვირწმუნოთ - ცისკენ სვეტად ასხლტა სინათლე, ლაჟვარდს შეერთო გამოცანა, - კრულვა სატანის. ურცხვად მოძვრება ხელის ბანვით ლექსში პილატეც, სინედრიონიც, ლაფდასხმული - ჰურიასტანის. მან კი თხემიდან, დაფლეს ნაშთი სად ადამისი და სად მალამოდ ეცხო იგი ხორციელთ ცოდვას, - მიართვა თვისნი ჭრილობანი - ყვავილნი სისხლის, ვით თაიგული, დაუმჭკნარი - ადამის მოდგმას. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ანზორ აბულაშვილის პოეზია |