უფლის ჩიტებს ნისკარტით რომ გადავქონდი, ხიდან ხეზე ციდა, მარგალიტისდარი, თვალღიას და ფიქრღიას და ცასამომმზირს ჩაგებუდე, ჩაგემუდმე, ჩაგეკარი...
თუ ივლისის ცეცხლი ტუსავს შორიახლო, უნატიფეს სამკაულად აკინძული შენს მკლავებში ნებიერად ვკოპწიაობ...
დაგვიბედეს - სულით მკვებო, ხორცით მზიდო; ვფითრდები და ვხვივი: ვყვავი-ვმსხმოიარობ, შენით ვცოცხლობ, შენს ბრგე ტანზე ვპარაზიტობ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიამ ხუცურაულის პოეზია |