რამდენიც გინდათ იყავით, ოღონდ და საქორწინო კიბეზე - ორნი, წავლენ-წამოვლენ, რჩებიან ორნი.
საწამლავი და სატევრის წვერი, და წყვილი ყური, დაცული ცვილით; მკლავი და მკლავი, ხელი და ხელი...
შეტოლებული მიხაკი მიხაკს. წყვილი ბეღურას ლამაზი ბუდე, ცოტა ბალახი და ცოტა თიხა...
თუ მოგენატრო უთუოდ მოდი. ყური არ უგდო მავანს და მავანს მე მუდამ გელი... უთუოდ მოდი...
ნიჩაბი - ორი, ბორბალი - ორი... რეკავს და რეკავს, ზარი და ზარი, ახლოს და ახლოს, შორით და შორით...
ჩუმად! რა ბევრი ცრემლია, ჩუმად... როგორ სჭირდება ბედნიერებას ცოტაოდენი ტკივილი... ჩუმად!
სხვები წავიდნენ... რჩებიან ორნი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ჭანტურიას პოეზია |