შენ ელვარებდი ნაღვერდალივით, შუქს სცემდი ღამეს და სასოებას. რამდენი შვება მოჰქონდათ, ღმერთო, შენს გულს, შენს ფიქრებს, შენს მყუდროებას.
კივილი ედგათ უდაბურ ველებს. ჰო, რა ნუგეშით შემოვცქეროდით ქაოსებს იქით გაშვერილ ხელებს.
თან დედასავით გვაყრიდი ნათელს. ისეთი გზნებით რეკდი დიდ ზარებს, როგორც ხატისგან შეშლილი მნათე!
გარემოც ყვითლად დაიფერება, შორს გამოჩნდება ჭროღა სამრეკლო და შენი ჩუმი ქვეყნიერება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო სამადაშვილის პოეზია |