უშაშვობას პირველი სოპრანოა ბეღურა. შენებურად გაიგე, რაც ვთქვი მე ჩემებურად.
მცირე მინდა სიკეთე, შენსას ცხრათაუცხოსთვის ასე ნუ გამიმეტებ.
მოზამთრეს თუ გადამფრენს, მეშინია, გავუძლებ უშენობის განაჩენს.
მარგალიტი ფითრების, ვეღარ შემომირიგებ, მაინც გაგიფრინდები.
სხვაგან გავიკვირტები, სხვა წალკოტს ავაყვავებ შენს ბაღს თუ არ ვჭირდები.
შენს ხმებს და შენს ფერადებს, გულში შენვე გაგივლებ პირჯვრის გადაწერამდე.
ძნელი მოსათმენია, ჩემო ციდა სამოთხევ, “რაზედ მოგიწყენია?” ერთი ძელქვით ნაკლებო, ოთხმხრივ ჯვარი გწერია... |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიამ ხუცურაულის პოეზია |