გოგოს ჭირიმე, გოგოსი, ჭირიმე ერთად-ერთისა, პაწა გოგოსი, დილის მზის, ჭირიმე იმის ღმერთისა!
ჭირიმე ლერწამ-ტანისა, ფუნთუშა, ძუძუ-კოკობის, ჭირიმე გულ-წამტანისა!
როგორც რომ თურაშაული, პირს რად მარიდებს, იმასთან რა მაქვს მე დანაშაული?
ჭირიმე იმის გულისა, იმის ჟუჟუნა თვალების, კალამით დახატულისა!..
არ მეკარება გოგონა... სხვის დანიშნული თუ არი?.. მე კი... მე ჩემი მეგონა!..
ნუ ამარიდე პირია, თავი რომ მკერდზე მოგანდო, შენთვის რა გასაჭირია?
ღმერთი იწამე, წყეულო, ნუ მომკლავ, გოგოვ, ნუ მომკლავ, ჩემს გულში შამოჩვეულო!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • რაფიელ ერისთავის პოეზია |