ორტოტა ქარი ჩაქოლავს თაღებს, იმ კვალს გადაშლის, ჩვენ რომ ვიარეთ. რამდენი შფოთვა ვურიგეთ ნაღველს, ღმერთო! რამდენი ვიმგლოვიარეთ.
ვშთანთქავდი ჩემი ცხელი თითებით? თან მიტაცებდა ეგ შენი ჩრდილი, ჩრდილი, დაწნული ჯვარცმულის თმებით.
ველი იმ დღეებს, რომ გავტიალდე. ქვესკნელს შემასხი მარადისობავ, რომ კიდევ შენსკენ გამოვტრიალდე.
ვისაც ეს ჩემი იღბალი მართებს, თითქოს ეს გული ამოურეცხავთ ღვიით და სარცხით შიშველ წარმართებს.
სამყარო ჩემ ქვეშ ნიადაგ მიჰქრის. მიწიდან ხალხი ამოცვინდება, შემოღამებულ სივრცეებს იქით.
საკმევლის სუნი გამოვა გარეთ. რამდენი შფოთვა ვასხურეთ ნაღველს, ღმერთო! რამდენი ვიმგლოვიარეთ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო სამადაშვილის პოეზია |