შენთვის ვწერ, შენთვის, ლამაზმანო, სულთა მპყრობელო, სიზმარეული დაგანახო მსურს სამფლობელო. ენაჭარტალა წარსულის რომ გესმას ჩურჩული, ააკიაფო შენი სულის ყველა კუნჭული, შენთვის ვირჯები, არ მჭირდება ქება და ხოტბა მე მომავალი გამცემს პასუხს, დაიცა ცოტა... ღვივის სანთელი და კრეტსაბმელს აქანებს ქარი. ღამის პეპლების სინათლისკენ მიიწევს ჯარი. ზიხარ, მუხლებზე გისვენია ჩემი ლექსები, ფიქრობ მიჯნურზე და ქურდულად ეალერსები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე პუშკინის პოეზია |