ის, ჩიტისგულა, ცრემლით მიგონებს, ვერ მალავს დედა საოცარ სურვილს, და მოხუც მამის ნაწერ სტრიქონებს მოჰყავს გამარგილ სიმინდის სუნი.
ფითრდება ღამე თმაგიშრიანი, წაეკიდება ცეცხლი სიმღერას და ჯეჯილებში წავა შრიალით.
რომ მის გულშიაც სიმღერა ცოცხლობს, და ვნებიანი პირველი სხივი ფორთოხლის მკერდში დაანთებს კოცონს.
და ჟრუანტელი ძარღვებში მივლის, გუგული ისევ მეძახის, ალბათ, ყოველ საღამოს და ყოველ დილით,
მსუბუქ ოცნებით შუბლდაღარული, ჩქეფს, იფერფლება წიგნების ყდაში ღამე, ფიქრები და სიყვარული. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე საჯაიას პოეზია |