ღმერთო, განა რას გთხოვ ამდენს, ვიდრე კარს შემიღებ სულეთს, ცივი ზამთრის დადგომამდე ერთხელ გამომიზაფხულე.
ბროლის კოშკი, ვერცხლის ღობე - არ მსურს, ოღონდ იადონი გულში ამომიგალობე.
გამახსენე იგი ხანი, ქნარის ჟღერა მეცხრე ციდან თუ კვლავ ჩემად შევიცანი.
რაც ამ წლებმა მომითვალეს, - გულხელს თვითონ დავიკრეფ და თვითონ დავიხუჭავ თვალებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მანანა ჩიტიშვილის პოეზია |