ის რეცხავს ზანტი რეცხავს სნეული, მოდის და მოდის ოქტომბრის წვიმა. გული ობოლი მთლად დაისიმა, მაგრამ სულ სხვაა ეს თეთრეული.
თეთრი ცრემლებით, თეთრი საპონით, რეცხავს ყოფილს და ახალ სახეებს, თვითონ მაღალი, ვით მარაფონი.
მაგრამ არ შრება ლალი-ქსოვილი, იმის სამყაროს, კვლავ გადარჩეულს, უნდა რომ იყოს დღეს დათოვილი.
არ მოაკლდება მას წვიმის წყალი, მოგონებაა თუ მუზა ჩემი ეს თავშიშველი მრეცხავი ქალი? |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია |