თეთრი ხაზებით დავეწევი სასტიკ ზმანებებს, დაისვენებენ ქიმერებზე ჩემი ცოდვები, შენს მიმქრალ სახეს შემოდგომა მე არ მანებებს და აქ, თბილისში თვით მათხოვარს შევეცოდები.
ცოდვის ტაძარში გადავითვლი ფიქრებს გაძარცვულს, წვიმის ლანდებში ვიმალები ღამის ოცნებით, ო, ეს წუთები მე მაგონებს ტირილს გარდასულს.
როცა საშინლად გამაშავებს ღამის სინესტე. მეტად მწვავეა ეს ქვეყანა ღამის რკალებში, და ჩემი ლექსი - ყაჩაღების ცრუ მანიფესტი.
თავის წამება სამრეკლოზე მარტო მე მინდა, ო, ვიყრი მუხლებს, სინანულით შენ გევედრები, მე, გაჭირვებულს და საცოდავს, ღმერთო, შემინდე! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტერენტი გრანელის პოეზია |