ცაზე ციმციმებ, ვარდისფერო ბედის ვარსკვლავო, გაზაფხულივით მომენატრა ღიმილი შენი, ო, როგორ მინდა ხელი წუთით მაინც შეგახო, ო, რა ხანია გელი.
შემომხვიე თბილი მკლავები, ჩამოიშორე იისფერი ღრუბლების ფარდა. ჩუმად მითხარი, სად იყავი გადაკარგული, ვინ შეგიყვარდა?..
ვარდისფერო ბედის ვარსკვლავო, ცაზე ანათებ შორეული და იდუმალი. იქნებ ჩემსავით სიყვარულმა გატკინა გული, ჩუმად მითხარი...
იდუმალო ბედის ვარსკვლავო, ცაზე ციმციმებ საიდუმლო მარადიული. ყოჩივარდები მენატრება თავდავიწყებით და სიყვარული... |
პოეზიის გვერდი • • • • • • თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია |