სარკმლის ყვავილებს განა ერთხელ მორწყვა ეყოფა? უდაბნოს განა გულს გაუთბობს ერთი შხაპუნა? ჩემი წალკოტი მარტოობის სურომ შეღობა და შიგ შორეულ ოცნებების ჩიტი გაბმულა.
ის კი შორეულ ოცნებებში უხმობს მეგობარს... საით წასულხარ რომ წასულხარ, საით მაცდურო? ! სარკმლის ყვავილებს განა ერთხელ მორწყვა ეყოფა? |
პოეზიის გვერდი • • • • • • ზურაბ გორგილაძის პოეზია |