ვიცი: დამღუპავ დაღუპვით ქალის, მაინც შენს მაცდურ ღიმილს ვენდობი: ის ერთადერთი ღიმილი არის - მტანჯველი თავის ერთადერთობით!
შენივ ღალატი გამომაფხიზლებს!.. ვიცი: მიმიყვან სიკვდილის კართან, მერე სიკვდილსაც აღარ მაღირსებ!..
გავიიმედებ მაინც მაგ თვალებს! იგი ამქვეყნად სხვა თვალებს არ ჰგავს, სხვასაც ჩემსავით არვის აწვალებს!..
რომ ჩემი ბედით ასე ერთობი! მე ტანჯავს შენი ერთადერთობა და ვცოცხლობ შენი ერთადერთობით! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ზაურ ბოლქვაძის პოეზია |