ვისი თვალიდან მოწვეთავ, ვისას ასველებ ლოყას! შენი უკვდავი წახნაგი ახლა ვის უპეს ლოკავს!
ვის გამოც გაჩნდი - მიწაზე ნეტა თუ ისევ დადის...
უდაბნოშიც და ციმბირშიც - ხარ ერთნაირად სველი!
ვისი სულიდან მოწვეთავ, ვისი ფიქრიდან ჟონავ...
ჭირშიც და ლხინშიც - პირველმა სწორედ შენ მომე ხელი...
ამ ცოდვილ დედამიწაზე კიდე კაი რომ წვეთავ... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ჭანტურიას პოეზია |