თვალმიბნედილი ვდგავარ შენ წინ, სანტა მარია, მახარებს ტანჯვა ღვთიურ სახეს რომ გილამაზებს, მე შენზე ლოცვა ვამჯობინე ვერცხლის არმაზებს და სხვა ოთახი უშენობით ყრუ სამარეა.
არც ხალისი აქვთ გაბრწინებულ ფერად დარბაზებს! მე შენ სურათზე ვითვლი ჩუმად ვარდისფერ ხაზებს. სანტა მარია, შენს ტუჩებზე სიმწუხარეა.
ჩემ ფერად წარსულს რომ ვკითხულობ სათუთ დალალში, შენი სახება ჩემ ოთახში არის საუნჯე. და უცხო ხატი დაიწვება საფირონ-ლალში.
მიიღე ჩემგან საალერსოდ ეს მინანქარი. |