მიყვარს სოფლად შემოსული გაზაფხული ვარდიანი.. მიწის ორთქლი ცად ასული, ღამე ოდნავ დარდიანი, მთვარე ჯიხვის ყანწიანი.. სოფლის ბოლოს მაყვლიანი გოგო ბაგემარწყვიანი... მაყვლისთვალა გიშრიანი, მკერდი ვაზის მტევნიანი, ახლო-მახლო ტყის შრიალი. აკაციის ტევრიანი. მიყვარს სოფლად შემოსული გაზაფხული ატმიანი, კვირტი, კვირტზე ფეთქდება და მიაქვს დარდი მადლიანი. |