ცოტა ინფანტის, ცოტა არტისტის, ცოტა თვალთმაქცის, გულგრილის ცოტაც, მღერი სევდისთვის, მღერი დარდისთვის, სიყვარულისთვის მღერი და სცოდავ...
გადაზნექილი ვნებებში ოდნავ, მღერი ბრბოსათვის და დარბაზისთვის, შენს სიყვარულზეც იმღერე ცოტა.
და სიყვარულის გენიით ძრწოდა, დაჯექი სადმე შენი თავისთვის, შენი გულისთვის იმღერე ცოტაც...
ერთფეროვნებას შესკვნილი ყელი, რა ეშველება მის გულწრფელობას, ვინც სიყვარულზე ყოველდღე მღერის.
ქალში დაკარგულ სიკეთეს ბავშვის, შენ სიყვარულზე ერთხელ იმღერე და რა მართალი იყავი მაშინ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ზურაბ გორგილაძის პოეზია |