ქუჩები წვიმით გადაიფერა და შემოდგომამ მოხურა კარი გამოთხოვების ყვითელ სიმღერას ვიოლინოებს ურიგებს ქარი.
ცისფერ მუსიკით და შეცდომებით დაცლი და მერე თავიდან იწყებ განმეორებით და მონდომებით.
სული გადაქსოვს, როგორც ობობა გადანათებულ სარკმელის მერე არის სიჩუმე და მარტოობა.
ქუჩა ათასგვარ ჩრდილებით ავსებს და მოგონება დღეისთვის მსგავსი საღამოსავით მკრთალდება ასე.
და შემოდგომამ მოხურა კარი გამოთხოვების ყვითელ სიმღერას ვიოლინოებს ურიგებს ქარი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • რეზო ამაშუკელის პოეზია |