ლალ-ზურმუხტი, ფირუზი ხარ, ქვეყანას თვალად უზიხარ, ედემის თაფლის ბუზი ხარ, ლამაზებში ჯვრის ტუზი ხარ. სხივით პლანეტა, მარსი ხარ, ბულბულისთვის მაისი ხარ, თუ არ ჩემი - მაშ, ვისი ხარ? აღარა ვარ კაცი ჭკვაზე, მარტო შენ ხარ მიწა-ცაზე, მოჩვენება პლანეტაზე. შენს სურათზე სანთლად ვენთო, გთხოვ წყალობა გაიმეტო, ლამაზების პრეზიდენტო. სულ იცოცხლე, არ დაბერდე, მუდამ შენს ქებასა ვწერდე, ეთიმ გურჯი შენთვის ვმღერდე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იეთიმ გურჯის პოეზია |