არ მაძლევს ეს ქალი, არ მაძლევს ეს ქალი, არ მაძლევს ეს ქალი მოსვენებას! თან დამდევს ყველგან და თან დამდევს ყოველთვის, სიზმრად და ლანდად და მოჩვენებად! არ მომცა ამ ქალმა, არ მომცა ამ ქალმა, არ მომცა ამ ქალმა მოსვენება! მოვკვდები, თუ კი მას სიკვდილი სურს ჩემი, ვიცოცხლებ, თუ კი ეს მასვე ნებავს... რა მოხდა შე ქალო, მომეცი შე ქალო, მომეცი შე, ქალო, მოსვენება! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ჭანტურიას პოეზია |