დაქანცულს და დაფიქრებულს ჩამომძახეს ჩიტებმა: შენს სატკივარს დღეში სამი სიხარული სჭირდება... შევაგროვე მთელი ჩემი ქონება და სიმდიდრე და პირველი სიხარული სისხლის ფასად ვიყიდე. მერე ღმერთმა გადმომხედა ზეცის კაბადონიდან და მეორე სიხარული თავისთავად მოვიდა. ახლა სხვაგან მელოდება გული მონათესავე, ვეძებ, მაგრამ ვერ ვიპოვე სიხარული მესამე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახტანგ ჯავახაძის პოეზია |