ცოდვა უნდა გაგიმხილო, ბიჭო, მამაშენისა: მეზობლის ქალს თვალი მოჰკრა, შეამჩნია, შენიშნა, დააკვირდა, დააშტერდა, მზერა ვეღარ მოწყვიტა, არც დედაშენი ახსოვდა, აღარც შენი მორცხვი და, ერთი ორად მოეჩვენა და ჩვიდმეტი - თვრამეტად, იდგა, კი არ უყურებდა: უთვალ-თვალ-თვალ-თვალებდა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახტანგ ჯავახაძის პოეზია |