გვერდით მიზის მშვენიერი მისის, ელავს ყელი და სასმისი მისი. პირს მარიდებს მთელი საქალეთი... - რას ინებებთ, რას მიირთმევთ, ლედი? მეჩვენება ერთი სინი ორად: - გთხოვთ, იცეკვოთ ჩემთან, სენიორა! მეჩვენება ოთხად ალბათ ორი: იღიმება ჩემი ქალბატონი. - თითქოს ხმა და მადა მომიმატა სერენადამ და თამადამ, მადამ! დამამშვიდა თავად თამადამაც, ცეკვავს დამა, დიდებული დამა. მაგრამ... გული როგორ დავიოკო: გოგო გარბის - ფეხშიშველა გოგო... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახტანგ ჯავახაძის პოეზია |